გააანალიზე
გაეცანი ბიზნეს ქეისს და განსაზღვრე მთავარი გამოწვევა.

პრაქტიკული ბიზნეს ადმინისტრირება
ჰარვარდის ბიზნეს სკოლის მეთოდოლოგიის The Case Method პრინციპებით: გააანალიზე ბიზნეს სიტუაციები, დაასაბუთე შენი არჩევანი და მიღებული ცოდნა საკუთარი მიზნების მისაღწევად გამოიყენე.
შეარჩიე შენი პროგრამა ↗პრაქტიკული გამოცდილება ბიზნესში
ბიზნესის მართვის სწავლების გამოცდილება
სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება
01 / მიდგომა
ჰარვარდის ბიზნეს სკოლის მეთოდოლოგიით The Case Method აანალიზებ რეალურ ბიზნეს სიტუაციებს, განიხილავ ალტერნატივებს და ასაბუთებ საკუთარ გადაწყვეტილებებს. მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ დავალებებში იყენებ.
ბიზნეს ქეისები წინასწარ მოგეწოდება. შეხვედრებისთვის წინასწარ ემზადები, საკუთარ მოსაზრებებს ჯგუფს უზიარებ და საკითხს სხვადასხვა კუთხით განიხილავ.
გაეცანი ბიზნეს ქეისს და განსაზღვრე მთავარი გამოწვევა.
შეადარე ხედვები და იმსჯელე შესაძლო გადაწყვეტილებებზე.
იმუშავე სავარჯიშოებსა და პრაქტიკულ დავალებებზე.
02 / შენი შემდეგი ნაბიჯი
სისტემური ცოდნა ბიზნესის სამართავად: რეალური ქეისები, თემების ტესტირება, MarketMind, გაყიდვების სტრატეგია და საკუთარი ბიზნესგეგმა.
ისწავლე მომხმარებლის საჭიროების გაგება, მოლაპარაკების წარმართვა და პროაქტიური გაყიდვების სისტემის გამოყენება.
03 / ცოდნა, რომელიც მოქმედებს
უყურე ვიდეო გაკვეთილებს და შეამოწმე ცოდნა ტესტებით. გაიგე, რა აითვისე კარგად და რომელ საკითხს უნდა დაუბრუნდე.
წინასწარ გაეცანი მასალას, შეადარე ალტერნატივები და შეხვედრაზე დაასაბუთე საკუთარი გადაწყვეტილება. სხვა მონაწილეებთან ერთად განიხილე განსხვავებული მიდგომები.
მართე ვირტუალური კომპანია, დაგეგმე მისი განვითარება და შეაფასე გადაწყვეტილებების შედეგები. ბიზნეს სიმულაციაში მიღებული გამოცდილება რეალური ბიზნესის უკეთ გაგებაში დაგეხმარება.
მოამზადე გაყიდვების სტრატეგიის პროექტი პროაქტიური გაყიდვების სისტემის მიხედვით. განსაზღვრე მომხმარებელი, შეთავაზება და მოქმედების ნაბიჯები.
სწავლის პარალელურად შეიმუშავე შენი ბიზნესგეგმა. მიღებული ცოდნით ეტაპობრივად დაამუშავე იდეა, მომხმარებელი, ფინანსები და განხორციელების გეგმა.
ექვსი სერტიფიკატის მიღების შემდეგ გაიარე დავით კენჭაძესთან საბოლოო გასაუბრება და მიიღე კურსის დასრულების სერტიფიკატი.
შეხვედრისთვის მომზადება
აირჩიე პროგრამა, ნახე დაგეგმილი შეხვედრები და წინასწარ გაეცანი შესაბამის ქეისებს.
დავით კენჭაძე, პროგრამის ხელმძღვანელი04 / ისწავლე პრაქტიკოსისგან
21 წელია, 2005 წლიდან, ასწავლის ბიზნეს მენეჯმენტს.
დავით კენჭაძემ კარიერა ნულიდან დაიწყო. 40 სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობამ მას ბიზნესის სხვადასხვა მხრიდან დანახვის გამოცდილება მისცა. დღეს ის გიზიარებს ბიზნესის მართვის, გაყიდვების, მოლაპარაკებებისა და გუნდის განვითარების სფეროებში 24 წლის განმავლობაში დაგროვილ პრაქტიკულ ცოდნას.
გადადგი შემდეგი ნაბიჯი ↗05 / შენი შედეგები
სერტიფიკატი გაიცემა შესაბამისი პირობების შესრულებისა და ადმინისტრატორის დადასტურების შემდეგ. ბიზნესის ადმინისტრირება მოიცავს 7 სერტიფიკატს, გაყიდვების პროგრამა — 3-ს.
